სტამბოლის ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილმა ინტერვიუ მისცა

ყირგიზეთის მოქალაქემ იახ მაშრაპოვმა, რომელიც სტამბოლში 31 დეკემბერს მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი იყო, თურქულ მედიას განუცხადა, რომ მომხდართან არანაირი კავშირი არა აქვს.
მისი თქმით, ის თურქეთში 1 იანვარს მას შემდეგ ჩაფრინდა, რაც უკვე მომხდარი იყო ტერაქტი. სტამბოლში კი, მას საქმეები ჰქონდა, რომლის მოგვარების შემდეგ ის აეროპორტში გაემართა, სადაც დააკავეს.
“გამომიცხადეს, რომ ტერაქტის გამო დაკითხვას გავდიოდი, მითხრეს, რომ ვგავდი დამნაშავის გავრცელებულ ფოტოს, შემდეგ ბოდიში მომიხადეს და თვითმფრინავში ჩამსვეს” -თქვა მაშრაპოვმა, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან არ იცის, თუ როგორ მოხვდა მისი პასპორტის ფოტო ინტერნეტში.

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს სტამბოლის ღამის კლუბში ტერაქტს 39 ადამიანი ემსხვერპლა, 60-ზე მეტი კი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიდუტერტემ თქვამ, რომ მისი ნათესავები “ისლამურ სახელმწიფოში” იბრძვიან
შემდეგი სტატიაასანჟის თქმით, ობამას ადმინისტრაცია ტრამპს ლეგიტიმურობას ართმევს