სტამბოლის ტერაქტის მომწყობის პიროვნება დადგენილია

თურქეთის პოლიციამ დაადგინა პირი, რომელმაც 31 დეკემბრის ღამით სტამბოლის ერთ-ერთ კლუბში ტერაქტი მოაწყო. ის უზბეკეთის მკვიდრი აბდულგადირ მაშარიპოვია, რომელიც, ასევე, ცნობილია, როგორც აბუ მუჰამედ ხორასანი. სამართალდამცველები, თავდასხმის შემდეგ მის ძებნას განაგრძობენ.
ადრე გავრცელდა, რომ ტერორისტი ყირგიზეთის მკვიდრი იყო, რომლის პასტორტიც კი გაავრცელა თურქულმა მედიამ.
ტერაქტის საქმეზე დაკავებულია 40-მდე ადამიანი.

31 დეკემბრის ტერაქტს 39 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაიჭრა.

banner
წინა სტატიაშიპორტუგალიელი სახელმწიფო მოღვაწე მარიუ სოარეში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიათურქეთში სირიაში მიმავალი ოთხი ჩეჩენი დააკავეს