სტამბოლის ტერაქტის ერთ-ერთი მომწყობი რუსეთის მოქალაქეა

თურქეთის პოლიციამ იმ ტერორისტების მოქალაქეობა დაადგინა, რომლებმაც ათათურქის აეროპორტში თავდასხმა განახორციელეს – Reuters-ი წერს. სამართალდამცველი ორგანოების მონაცემებით, ტერაქტის მოაწყვეს რუსეთის, უზბეკეთის და ყირგიზეთის მოქალაქეებმა. ასევე, საუბარია 13 ადამიანის დაკავებაზე. მათ შორის სამი უცხოელია. ისინი ეჭვმიტანილი არიან აეროპორტზე თავდასხმაში.

ადრე თურქულმა პრესამ გამოაქვეყნა, რომ რუსეთის მოქალაქე, რომელმაც თავი აიფეთქა, დაღესტანელია. სხვა მონაცემებით, ის ჩეჩნეთის მკვიდრი ოსმან ვადინოვი იყო, რომელიც “ისლამურ სახელმწიფოში” ირიცხებოდა. ტერაქტის ორგანიზებაში, ასევე, ეჭვმიტანილია ჩეჩენი აჰმედ ჩატაევი, ადრე ის “კავკასიის იმირატების” ხელმძღვანელთან, დოკა უმაროვთან მუშაობდა, შემდეგ კი “ისლამურ სახელმწიფოს” შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა სტამბოლის აეროპორტში 28 ივნისს მოაწყო ტერაქტი, რომლის შედეგადაც 42 ადამიანი გარდაიცვალა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშითბილისის სატრანსპორტო კომპანია ენმ-ის ბრალდებებს პასუხობს
შემდეგი სტატიამექა ხანგოშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩატაევს არანაირი შეხება ტერორისტულ ორგანიზაციებთან არ აქვს