სტამბოლის ტერაქტის დროს 36 დაშავებულიდან 12 უცხო ქვეყნის მოქალაქეა

სტამბოლის ტერაქტის დროს 36 დაშავებულიდან 12 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 4-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC  თურქეთის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტამბოლში ტერაქტი რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთ ცენტრალურ, ისტაკლარის ქუჩაზე მოხდა, რომელიც სავაჭრო და ტურისტულ უბნად ითვლება. აფეთქება ამ ქუჩაზე მდებარე სამთავრობო შენობასთან მოხდა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

banner
წინა სტატიაშიტრეფიკინგში ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სტამბოლში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს