სტამბოლის შეთანხმების ფარგლებში, უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი მებრძოლების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა

უკრაინამ სტამბოლის შეთანხმების ფარგლებში, რუსეთის ტყვეობაში მყოფი მძიმედ დაშავებული და დაავადებების მქონე მებრძოლების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უმეტესობამ რუსეთის ტყვეობაში ორ წელზე მეტი გაატარა.

„ესენი არიან მარიუპოლის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ხარკოვისა და ჩერნიგოვის ოლქის დამცველები, შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სასაზღვრო სამსახურის მებრძოლები“, – აცხადებს ზელენსკი.

უკრაინისთვის გადაცემულ ტყვეებს შორის ყველაზე ხანდაზმული 60 წლისაა. გათავისუფლებულ მებრძოლებს მძიმე სამედიცინო დიაგნოზები აქვთ, მათ შორის, ეპილეფსია, ჰიპერტონია, იშემიური დაავადებები, მხედველობის პრობლემები, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების დარღვევები.

banner
წინა სტატიაშიისრაელი: მთელ ტერიტორიაზე განგაშია, ირანი და იემენი ქვეყანას კომბინირებულად უტევენ
შემდეგი სტატიაFacebook პოსტის გამო, დავით ქაცარავა 4000 ლარით დააჯარიმეს