სტამბოლის პოლიციამ ე.წ. რუსული მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა
მნიშვნელოვანი
- სტამბოლის პოლიციამ ე.წ. რუსული მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა
სხვა სტატიები
- სიცოცხლეს შევწირავ თემირლანის უდანაშაულობის დასამტკიცებლად, თუ მეც მომკლავენ, ჩემი შვილი და ხეობა დგას ჩვენს უკან-მედიკო მარგოშვილი
- ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე სახალხო ზეიმი იმართება
- პაატა ბურჭულაძე–”თუ ოდესმე პოლიტიკაში მოსვლას დავაპირებ, აუცილებლად მივალ უწმინდესთან და ვიდრე მის ლოცვა-კურთხევას არ მივიღებ, არაფერს გადავწყვეტ”
სტამბოლის პოლიციამ ე.წ. რუსული მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა.
თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლის პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილებამ, სპეცოპერაციის დროს საერთო ჯამში 16 ადამიანი დააკავა, მათ შორის რუსეთის ერთი, უკრაინის სამი, საქართველოს ოთხი და აზერბაიჯანის რვა მოქალაქე.
სპეცოპერაციის ადგილზე პოლიციამ 11 პისტოლეტი, „აკ 47“-ის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 222 ტყვია აღმოაჩინა.
დაკავებული ეჭვმიტანილები სტამბოლის პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს.
წინასწარი მონაცემებით, დაჯგუფების ლიდერი წარმოშობით უკრაინელი ანდრი მალია, ეჭვმიტანილები კი თურქეთში აზერბაიჯანული დაჯგუფების ლიდერის, ნადირ სალიფევის და მისი დაჯგუფების წევრების ლიკვიდაციის მიზნით ჩავიდნენ.