თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლის მძიმე დანაშაულთა სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და კიდევ 34 ისრაელელი მაღალჩინოსნის მიმართ საერთაშორისო ძებნის მიზნით ინტერპოლის წითელი ცირკულარის გამოცემა მოითხოვა.
გადაწყვეტილება თურქეთის მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღეს. თურქული მხარე ისრაელის ოფიციალურ პირებს გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში სდებს ბრალს.
საქმე „სუმუდის“ ჰუმანიტარული ფლოტილიის ინციდენტს უკავშირდება. 2026 წლის მაისში ათობით გემით, რომლებზეც 40-ზე მეტი ქვეყნის ასობით აქტივისტი იმყოფებოდა, ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა იგეგმებოდა. ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ფლოტილია საერთაშორისო წყლებში შეაჩერეს და მისი მონაწილეები დააკავეს.
















