სტამბოლის კლუბზე თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია

თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დადგენილია პირი, ვინც 31 დეკემბერს სტამბოლში ღამის კლუბზე მოახდინა თავდასხმა. საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუტ ჩავუშოღლუს თქმით, სამართალდამცველებს ამის შესახებ უკვე აქვთ ინფორმაცია, ამასთანავე, ჩავუშოღლუს კონკრეტულად არაფერი უთქვამს.
ჯერჯერობით, ეჭვმიტანილის დაკავება არ ხერხდება. სულ, დანაშაულში მონაწილეობისათვის თურქმა სამართალდამცველებმა 20 ადამიანი დააკავეს, მაგრამ ტერაქტის ორგანიზატორი მათ შორის არ არის.
შეგახსენებთ, რომ თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი მოკვდა და 70 დაიჭრა.

banner
წინა სტატიაშიცენტრალური სადაზვერვო სამმართველო “რუს ჰაკერებზე” ახალ მოხსენებაში ისაუბრებს
შემდეგი სტატიათურქეთში საგანგებო მდგომარეობა სამი თვით გააგრძელეს