სტამბოლის კლუბის მეპატრონემ თქვა, რომ ტერაქტის შესახებ გაფრთხილება აშშ-ს დაზვერვის სამსახურიდან მიიღო

სტამბოლის ღამის კლუბის “რეინას” მფლობელმა განაცხადა, რომ აშშ-ს დაზვერვის სამსახურმა ის მოსალოდნელ ტერაქტზე გააფრთხილა. მან თქვა, რომ ინფორმაციის მიღებიდან 7-9 დღის მანძილზე უსაფრთხოების გაზრდილი ზომები იყო მიღებული. “და მერე რა? მერე არაფერი, მაინც მოხდა ტერაქტი” – თქვა მეპატრონემ.

სტამბოლში საახალწლოდ მომხდარი ტერაქტის მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და ქაოსის დათესვა იყო – ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდორანმა განაცხადა.
“ჩვენ გვესმის, რომ სხვადასხვა ტერორისტული ჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმები რეგიონში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება” – ერდოღანმა თქვა.

წუხელ, სტამბოლში, ღამის კლუბში მომხდარ ტერაქტს 39 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 40-მდე კი დაიჭრა. გარდაცვლილთა შორის 16 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
წინასწარი მონაცემებით, ორი ან სამი თავდამსხმელი იყო, რომლებიც მიიმალნენ. მიმდინარეობს მათი ძებნის ოპერაცია.

banner
წინა სტატიაშიპან გი მუნმა თავი კონკიას შეადარა
შემდეგი სტატიაკანადაში დააპატიმრეს მფრინავი, რომელმაც გაფრენამდე სიმთვრალის გამო გონება დაკარგა