სტამბოლის ცენტრში აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა

სტამბოლის ცენტრში ავტობუსის გაჩერებასთან აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულია ორი და დაშავებულია რვა ადამიანი. ინციდენტი ტურისტებში პოპულარულ რაიონში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე პოლიციის ავტობუსი იყო.

ამჟამად ინციდენტის ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანებია მობლიზებული.

თვითმხილველთა თქმით, აფეთქება დილის პიკის საათში მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა, როდესაც გაჩერებას პოლიციის ავტობუსი მიუახლოვდა.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სტამბოლში რამდენიმე ტერაქტი განხორციელდა. თურქეთის ხელისუფლების მონაცემებით, აფეთქებები ქურთი მებრძოლების ან “ისლამური სახელმწიფოს” ორგანიზებული იყო.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ადვოკატები დიმიტრი ძაგნიძე და ზაზა ბიბილაშვილი 500-500 ლარით დაჯარიმა
შემდეგი სტატია11 ივნისამდე არამდგრადი ამინდები და ხანმოკლე წვიმები იქნება