“სტამბოლის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან აჰმედ ჩატაევის შესაძლო კავშირს ამ ეტაპზე ვერ დავადასტურებთ”

news
ავტ.: news ივლისი 1, 2016 17:07

“სტამბოლის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან აჰმედ ჩატაევის შესაძლო კავშირს ამ ეტაპზე ვერ დავადასტურებთ”

თურქეთის ხელისუფლება სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან აჰმედ ჩატაევის შესაძლო კავშირს ამ ეტაპზე ვერ ადასტურებს. ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ განაცხადა. დიპლომატის თქმით, თავდასხმის გამოძიება გრძელდება და ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში, თურქეთი გაუზიარებს მას თავის პარტნიორებს.

“მე ვნახე ეს ინფორმაცია, როგორც თურქულ, ისე ქართულ მედიაში, მაგრამ ოფიციალურად ჩვენ არ შეგვიძლია ამის დადასტურება. გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენ ვცდილობთ აღბეჭდილი პირების იდენტიფიცირებას. როგორც იცით, დაკავებულები არიან მომხდართან კავშირში ეჭვმიტანილი პირები, მათი რიცხვი იზრდება. მხოლოდ ამ გამოძიების მერე გვექნება გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალება, მაგრამ ამ ეტაპზე ამას ვერ დავადასტურებთ. რა თქმა უნდა, როგორც კი გვექნება ინფორმაცია, მას აუცილებლად გავუზიარებთ ყველა ჩვენს პარტნიორს”, – განაცხადა თურქეთის ელჩმა.

ათათურქის სახელობის აეროპორტში სამმა თვითმკვლელმა აიფეთქა თავი. მომხდარ ტერაქტს 43 ადამიანი ემსხვერპლა. გამოძიების ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტები რუსეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები იყვნენ. პოლიციამ სტამბოლში თავდასხმასთან კავშირში 20-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

news
ავტ.: news ივლისი 1, 2016 17:07