სტამბოლი-თბილისის რეისს აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითფრინავს მეხი დაეცა

სტამბოლი-თბილისის რეისს აფრენიდან რამდენიმე წუთში, უამინდობის გამო, პრობლემები შეექმნა და უკან, სტამბოლის ათათურქის აეროპორტში დაბრუნდა. ამის შესახებ საზოგადოებრივს თვითმფრინავის მგზავრებმა განუცხადეს.

ერთ-ერთი მგზავრის, კოტე მათითაშვილის განცხადებით, თვითმფრინავს აფრენიდან რამდენიმე წუთში მეხი დაეცა.

მისივე ინფორმაციით, მგზავრებს შორის საქართველოს რამდენიმე მოქალაქეა და მომხდარის შედეგად, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი არცერთი ადამიანი არ დაშავებულა.

როგორც მათითაშვილმა საზოგადოებრივთან საუბრისას განაცხადა, ახლა მგზავრები ახალ რეისს ელოდებიან, რომლითაც თბილისში გამოფრინდებიან.

„თვითმფრინავს მეხი დაეცა. მშვიდობით დავჯექით. აეროპორტში ვართ ახლა. არავინ დაშავებულა საერთოდ. აეროპორტში თავს გვევლებიან. ახლა ახალ რეისს ველოდებით და თბილისში გამოვფრინდებით“, – განაცხადა მათითაშვილმა საზოგადოებრივთან საუბრისას.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „ატლასჯეტის“ რეისი 4 საათითა და 30 წუთით აგვიანებს და ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 02:20 საათის ნაცვლად, 06:50 საათზე დაეშვება.

ყარო: “საზოგადოებრივი მაუწყებელი”

banner
წინა სტატიაში(foto)პორტუგალიაში ტყის მასივებზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: მონარქიის აღდგენა საბოლოოდ დაუსვამს წერტილს ქართულ სახელმწიფოებრიობას