სტალინის ციტატა ანუ ”როგორც აბრაამ ლინკოლნი ამბობდა, “არ დაუჯეროთ ყველაფერს, რაც “ფეისბუქშია” გამოქვეყნებული”

სტალინის ციტატა ანუ ''როგორც აბრაამ ლინკოლნი ამბობდა,

სტალინის ციტატა ანუ ''როგორც აბრაამ ლინკოლნი ამბობდა, "არ დაუჯეროთ ყველაფერს, რაც "ფეისბუქშია" გამოქვეყნებული"სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ყურადრება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ ტელე-დებატების დროს, აშშ-ს რესპუბლიკელმა კანდიდატმა ბენ კარსონმა მოიყვანა ციტატა, რომელიც თითქოსდა იოსებ სტალინს ეკუთვნოდა და რომელიც სტალინს არასდროს უთქვამს.
“იოსებ სტალინი ამბობდა, რომ თუ გინდა ამერიკის განადგურება, უნდა გაანადგურო სამი რამ – ჩვენი სულიერი ცხოვრება, პატრიოტიზმი და მორალურობა” – განაცხადა კარსონმა CBS-ის ეთერში მიმდინარე დებატებისას.

თუმცა, ამერიკელმა “ტვიტერის” მომხმარებლებმა აღმოაჩინეს, რომ ციტატა, რომელიც კარსონმა მიყვანა საკუთარი სიტყვების დასამოწმებლად, ტყუილია, რომელიც 2011 წელს ფეისბუქით გავრცელდა.
აღმოჩენამ საპრეზიდენტო კანდიდატის დაცინვის პროვოცირება გამოიწვია.
”როგორც აბრაამ ლინკოლნი ამბობდა, “არ დაუჯეროთ ყველაფერს, რაც “ფეისბუქშია” გამოქვეყნებული” – წერს The Atlantic-ის რედაქტორი მეთ ფორდი.
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში ავარიაში 50 მანქანა მოყვა
შემდეგი სტატიარა ხდება სირიაში-მსოფლიო დიდი ომის მოლოდინში