სტალინი iPhone-ზე მოხვდა

რუსულმა კომპანია Caviar-მა, რომელიც გარკვეული სმარტფონების და სხვა გაჯეტების გაფორმებაზეა სპეციალიზირებული, iPhone 7-ის კოლექცია წარადგინა, რომელიც ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 72-ე წლისთავს ეძღვნება.

iPhone 7-ის კორპუსები დაფარულია უმაღლესი ხარისხის ოქროთი, ჩასმულია იოსებ სტალინის გამოსახულების პროფილი, სსრკ-ს გერბი და გამარჯვების ორდენები. კომპოზიცია გეორგიევსკის ბაფთის ფონზეა დამზადებული, რომლიც თავის მხრიც, ორნაირი ქვისგან არის გაკეთებული. ყველა ტელეფონს სხვადასხვა წარწერა ადევს.

კომპანია Caviar იტალიელმა იუველირმა ილია ჯაკომეტიმ დააარსა. პირველი დეკორირებული სმარტფონი მათ 2001 წელს წარადგინეს.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთმა იდლიბის ქიმიურ შეტევაზე გამოძიების მასალები წარმოადგინა
შემდეგი სტატიაევროკავშირმა უკრაინას უვიზო რეჟიმი დაუმტკიცა