სსრკ-ს დაუსჯელი დანაშაულებისთვის ნიუნბერგის პროცესი არ გამართულა – იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ამბობს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირი ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგებაში არ მიცემულა, ახლა კი, უკრაინაში ისტორია მეორდება.

“სსრკ-ს დაუსჯელი დანაშაულებისთვის ნიუნბერგის პროცესი არ გამართულა. მათ უფლება მიეცათ, საკუთარი თავისთვის ევროპის განმათავისუფლებლები ეწოდებინათ, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმავე სახის დანაშაულებს ჩადიოდნენ. ზუსტად იგივე ნარატივი დღეს უკრაინაში მეორდება”. – წერს იუკნევიჩიენე Twitter-ზე.

დღეს, 8 მაისს ევროპაში მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავს აღნიშნავენ.

ევროპისგან განსხვავებით, რუსეთში მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხების თარიღად 1945 წლის 9 მაისია აღიარებული.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა წერტილი დაუსვა საერთო ევროპული სახლის იდეას – შტაინმაიერი
შემდეგი სტატიარუსეთის ქალაქ პერმში საავიაციო სასწავლებელი იწვის