სსიპ – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტომ და აკვაპარკ „ჯინო ფერედაისმა“ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოზარდებს აკვაპარკში უმასპინძლა

სსიპ – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოსა და აკვაპარკ „ჯინო ფერედაისის“ ერთობლივი ორგანიზებით, აკვაპარკის ტერიტორიაზე აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის სხვადასხვა სპორტული და გასართობი აქტივობები მოეწყო.

ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 50-მდე მოზარდისა და მათი მშობლებისთვის აკვაპარკში მდებარე წყლის ატრაქციონები და გასართობი ობიექტები უფასო იყო.

პროექტის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების თავისუფალი დროის გონივრული ორგანიზება, მათი წახალისება და სპორტულ აქტივობებში ჩართვის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში, მოზარდებს საშუალება მიეცათ დაესვენათ, სასიამოვნოდ გაეტარებინათ დრო, შეეძინათ ახალი მეგობრები და გაეაზრებინათ ჯანსაღი ცხოვრების წესი.

„დღეს, შეხვდით ღონისძიებაში მონაწილე მოზარდებს, მათთან ერთად დავათვალიერეთ აკვაპარკი და სხვადასხვა აქტივობებში ჩავერთეთ. ძალიან მახარებს ჩვენი საზოგადოების ყველაზე ლაღ და გულწრფელ წევრებთან – მოზარდებთან ასეთი თბილი და დადებითი ემოციებით სავსე შეხვედრა, მათთან ერთად აკვაპარკში სხვადასხვა გასართობ აქტივობებში მონაწილეობა და სასიამოვნოა, რომ თუნდაც მცირედით შევძელით მათთვის ერთი დღის გახალისება და გალამაზება.“ – განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ.

banner
წინა სტატიაშიბორის ჯონსონი შესაძლოა, ნატო-ს გენერალური მდივანი გახდეს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ელგიმ“ მზის პანელები დამონტაჟა