აბესაძე: “სს ,,ლუსოლი” – 100% მესაკუთრე ეკა ხვედელიძე. როგორც ჩანს, ოფშორებიდან გამოქცევა სრულდება და კაიმანის კუნძულებიდან ,,თანაინვესტირების ფონდი”-ს ქონება საქართველოში რეგისტრირებულ ამ სააქციო საზოგადოებაზე გადმოფორმდება

“სს ,,ლუსოლი” – 100% მესაკუთრე ეკა ხვედელიძე.
როგორც ჩანს, ოფშორებიდან გამოქცევა სრულდება და კაიმანის კუნძულებიდან ,,თანაინვესტირების ფონდი”-ს (რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე ეკა ხვედელიძე იყო) ქონება საქართველოში რეგისტრირებულ ამ სააქციო საზოგადოებაზე გადმოფორმდება.

ბიძინას ჰქონდა ორი არჩევანი:
მოესმინა ქართველი ხალხისთვის და საქართველოს ნამდვილი მეგობრებისთვის, შეესრულებინა მათი სამართლიანი მოთხოვნები და ამით საქართველოს მომავალიც გადაერჩინა და საკუთარი ქონებაც დაეცვა ან ეზრუნა მხოლოდ საკუთარი ქონების გადარჩენაზე და ისიც ცხადია დროებით, თუმცა გაეწირა საკუთარი ხალხი და სახელმწიფო უმძიმესი კრიზისის, სანქციებისა და გაჭირვებისთვის.
ბიძინამ აირჩია მეორე. ნეტა ნებაყოფლობით თუ ,,მეგობრის” დაძალებით?!”,-წერს სოციალურ ქსელში ირაკლი აბესაძე

banner
წინა სტატიაშირუბიო: ამ კონფლიქტში აგრესორი რუსეთია, თუმცა რუსეთსა და უკრაინას შორის ომი უნდა დასრულდეს
შემდეგი სტატია“არ შეგვიძლია ეს არჩევნები ლეგიტიმურად მივიჩნიოთ, მოვუწოდებთ მმართველ რეჟიმს, დააწესოს გარდამავალი პერიოდი, მოვუწოდებთ ახალი არჩევნების ჩატარებისკენ”-კოლსი