სრულიად წარმოუდგენელია სინოდის სხდომა იმართებოდეს საჯაროდ – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

სრულიად წარმოუდგენელია. სინოდის სხდომა არის შიდა საეკლესიო საკითხების განხილვა – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სინოდის სხდომა პირდაპირ ეთერში უნდა გადაიცეს.

​„სრულიად წარმოუდგენელია. სინოდის სხდომა არის შიდა საეკლესიო საკითხების განხილვა. ხშირად საეკლესიო თემების განხილვა საჯარო სივრცეში იწვევს ძალიან ბევრ გაუგებრობას. ეკლესიური აზროვნება არ არის მსგავსი იმისა, რასაც ერში ვართ მიჩვეული. რას ვგულისხმობ?- გასაგები არის თუ არა ყველასთვის, რომ ჩვენ ვდღესასწაულობთ წმინდანების წამებას და სიკვდილს,- გასაგები და ლოგიკურია, რომ ვდღესასწაულობთ ღვთისმშობლის მიძინებას, ნათლისმცემლის თავის კვეთას? ჩვენ სხვა აზროვნებაში ვართ, ამიტომ შიდა საეკლესიო საკითხების გამოტანა საჯარო სივრცეში, სადაც ამ თემებზე იმსჯელებს ხალხი, ვისაც საერთოდ არ აქვს ეკლესიური აზროვნება და არ არიან ეკლესიის წევრები, იწვევს ძალიან დიდ გაუგებრობას. ამიტომ, სრულიად წარმოუდგენელია სინოდის სხდომა იმართებოდეს საჯაროდ“,- განაცხადა დეკანოზმა.

banner
წინა სტატიაშივერ ვიპოვე თადუმაძის ვერც ერთი კურსელი. ამიტომ ახლა მივმართავ მის ლექტორებს. თუ მისი ერთი ლექტორი მაინც გამოჩნდება, მთაწმინდის რესტორანში ვეპატიჟები -რომან გოცირიძე
შემდეგი სტატია„ჩატარდეს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნები“ – „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა