“სრულიად შესაძლებელია, “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში არ შევიდეს”

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ სრულიად შესაძლებელია, “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში არ შევიდეს, რისთვისაც “ქართული ოცნება” მზად არის.

ირაკლი კობახიძე ასეთ ნაბიჯს “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთ შეცდომას უწოდებს.

“ეს იქნება დიდი შეცდომა დაშვებული იმ უსუსური პარტიის მხრიდან, რომელსაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია. არ გვაინტერესებს ასე გადაწყვეტენ ისინი, თუ ისე. საბოლოო ჯამში, თუ საერთოდ არ შემოვლენ პარლამენტში, მხოლოდ წაადგება დემოკრატიული პროცესების განვითარებას”, – აღნიშნა კობახიძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

კობახიძის თქმით, ამისთვის “ქართული ოცნება” მზად არის.

“ერთ რამეზე შეგვიძლია, მხოლოდ ვაგოთ პასუხი, ავიღოთ პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანაში აუცილებლად იქნება პროცესები დემოკრატიულად განვითარებული. რაც შეეხება ჩვენი და “ნაცმოძრაობის” ურთიერთდამოკიდებულებას, სწორედ ჩვენ ვიყავით და ვართ გარანტი იმის, რომ “ნაცმოძრაობა” ასეთი მცირე სახით იქნება წარმოდგენილი პარლამენტში. ამის გარანტია მივეცით მოსახლეობას და შევასრულეთ”, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: ძალიან შემაშფოთებელია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” 27%-ს იღებს
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანიამ პოლიტიკა დატოვა