სრულიად საქართველოს მუფთი: არ უნდა ავყვეთ პროვოკაციას

ბუკნარში სრულიად საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე ჩავიდა.

მან თქვა, რომ იქ ვითარების განსამუხტად ჩავიდა. მისივე თქმით, ის, რაც ბუკნარში ხდება, პროვოკაციაა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, თუ ვისი მხრიდან. ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა ჩართული პროცესში მესამე მხარე, შანთაძემ უპასუხა: “არ ვიცი, შეიძლება”.

მუფთის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლებისგან არის პირობა, რომ მუსლიმებს ლოცვაში ხელი არ შეეშლებათ.

“მე იმ საღამოს ვიყავი ჩამოსული, სამლოცველოში შევხვდი მლოცველებს. მთავარია, ლოცვები გაგრძელდეს და სოფელი დაუბრუნდეს ძველ, მშვიდობიან მდგომარეობას. ჩვენ ერთი ქვეყნის, ერთი ერის ხალხი ვართ. ეს ქვეყანა ყველასია.

არ მიეცეს საშუალება რამე პროვოკაციას, რომ მოხდეს დაპირისპირებები. ეს ინციდენტი უნდა ამოვწუროთ.

ლოცვები გაგრძელდება. ის, რაც მოხდა, სამწუხაროა. მაგრამ ჩვენ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს. ჩვენ უნდა გავისარჯოთ და დავიხარჯოთ იმისთვის, რომ სოფელი დაუბრუნდეს სიმშვიდეს. მე ვფიქრობ, რომ გუშინდელი დღის შემდეგ, როცა გაიმართა შეხვედრა და ადგილობრივმა ხელისუფლებამაც თქვა, რომ მხარში გვიდგანან, პრობლემა არ იქნება”. – თქვა ადამ შანთაძემ.

banner
წინა სტატიაშიბუკნარში მომხდარი ფაქტი პირდაპირ მიგვითითებს ქართული ოცნების მართვის მახინჯ ფორმებზე
შემდეგი სტატია„გირჩის“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლები კვირას გიორგი ვაშაძესთან გამართავენ შეხვედრას