„სრულიად მიუღებელი, უზნეო და ამორალური ფაქტის მოწმე გავხდით”

თავდაცვის მნისტრმა, თინა ხიდაშელმა სოციალურ მედიაში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების თაობაზე პირად “ფეისბუკის” გვერდზე, განცხადება გაავრცელა.

„სრულიად მიუღებელი, უზნეო და ამორალური ფაქტის მოწმე გავხდით მორიგ ჯერზე. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვაჩვენოთ მსგავსი ქმედების მიუღებლობა და შეურიგებლობა. პროტესტი უნდა იყოს ქმედითი. არ შეიძლება, აღარ უნდა დავუშვათ, არ უნდა შევეგუოთ!“,-აცხადებს თინა ხიდაშელი.

banner
წინა სტატიაშიარა შანტაჟს – ამ ლოზუნგით ამ წუთებში სახელმწიფო კანცელარიასთან აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს