სრულიად აშკარაა, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება

“სრულიად აშკარაა, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა “ლელო საქართველოსთვის” საბჭოს წევრმა დავით უსუფაშვილმა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, არ არის გამორიცხული დაპატიმრებები გაგრძელდეს.

“არ უნდა გამოვრიცხოთ არაფერი, მათ შორის იმდენად უგუნური ქმედებებიც კი როგორიც არის დაკავებების, დაჭერების გაგრძელება. იმიტომ რომ გიგი უგულავასთან დაკავშირებით მომხდარ ამბებს ვუყურებთ და ვაანალიზებთ, სრულიად აშკარაა, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. დასჭირდათ ვიღაცის დასჯა, ვიღაცაზე შურისძიება, ვიღაცის მიმართ ემოციების ამონთხევა, “შენ ცუდად იქნები და ასე ვიზამთ”, კი ამ კრიტერიუმით ძალიან ბევრი ვიქცევით ცუდად. ხაზარაძეც და წერეთელით ცუდად იქცევიან, ასე თვლიან ისინი”, – განაცხადა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზაქარია ქუცნაშვილი გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დანიშნეს
შემდეგი სტატიავინ შეიძლება იყოს შემდეგი, გამოცნობა შეუძლებელია იმიტომ რომ ლოგიკურ და რაციონალურ პროცესს უკვე აღარ ჰგავს