“სრული უმსგავსოება, უპასუხისმგებლობა” – პრემიერი საკუთარი ხელმოწერის შესაძლო გაყალბებაზე საუბრობს

აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პრემიერი ოპოზიციური პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ მხარდამჭერთა სიაში მისი სახელისა და გვარის აღმოჩენას ეხმაურება.

მამუკა ბახტაძე ფაქტს უმსგავსობას უწოდებს და ამბობს, რომ ოპოზიცია იმ მეთოდებით მოქმედებს, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყენებდა.

„შეფასება აქ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი, რომ სამწუხაროდ ზოგიერთი ოპოზიციური ძალა აგრძელებს იმ უმსგავსობას რასაც ჩადიოდა მაშინ როცა იყო ხელისუფლებაში.

ეს არის სრული უმსგავსოება, უპასუხისმგებლობა. სიტყვებიც კი არ მყოფნის რომ ამას სახელი დავარქვა.“-ამბობს ბახტაძე.

პრემიერმა აშშ სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკური კურსის ერთგულია.

“სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა ერთმნიშვნელოვანი განმარტება თავის შეხედულების შესახებ. “ქართული ოცნებისთვის” მთავარი პრიორიტეტი გახლავთ ჩვენს საერთშორისო პოლიტიკაში ორი მიმართულება:

პირველი, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და მეორე, საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატოს სრულფასოვანი წევრი.

ეს არის ჩვენი ფილოსოფია, ეს არის ჩვენი პრიორიტეტები და ეს არის ქართველი ხალხის ნება“-ამბობს პრემიერი.

პრემიერი ხვალიდან ოფიციალურ ვიზიტს ნიუ-ორკში გააგრძელებს. ის ვაშინგტონში უკვე შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს.

banner
წინა სტატიაშისაჯარო მოხელეებს სამუშაო საათებში, სოციალურ ქსელში პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაკეთება შესაძლოა, შეეზღუდოთ
შემდეგი სტატიაკანაფის კულტივაცია/ექსპორტის კონსტიტუციით აკრძალვის მიზნით, გრიგოლ ვაშაძე თანაგუნდელებთან ერთად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს