სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას და საქართველოს მმართველ რეჟიმს – შალვა ნათელაშვილი

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 24, 2018 15:42

სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას და საქართველოს მმართველ რეჟიმს – შალვა ნათელაშვილი

„მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას და საქართველოს მმართველ რეჟიმს თავისი უმოქმედობისთვის,“ – ეს განცხადება საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების შემდეგ გააკეთა.

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილს დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

შალვა ნათელაშვილის თქმით, ოკუპანტს სათანადო პასუხი უნდა გასცეს საქართველოს ხელისუფლებამ.

„ხელისუფლების შეცვლისთანავე ჩვენს ქვეყანაში ყველა გამტაცებელი, მკვლელი, აგრესორი, ოკუპანტი და მწვალებელი მიიღებს გამანადგურებელ პასუხს. ეს არის იმის გარანტია, რომ მომავალში ამგვარი ტრაგედიები აღარ მოხდება და ასეთი გმირები არ დაგვტოვებენ უდროოდ,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 24, 2018 15:42