“სრული ბოდვაა, დადგნენ მოიფიქრეს ის, რაშიც თვითონ არიან ჩაფლულები” – ბესელია

“სრული ბოდვა, დადგნენ მოიფიქრეს ის, რაშიც თვითონ არიან ჩაფლულები” – ამის შესახებ განცხადება, უმრავლესობის ყოფილმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ გააკეთა.

„ეს არის სრული ბოდვა, დადგნენ მოიფიქრეს ის, რაშიც თვითონ არიან ჩაფლულები. გოგა გულორდავას მინდა ვუთხრა, თუ მას მისი ოჯახის წევრის დასახმარებლად, რომელიც კორუფციული ბრალდებით არის დაკავებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში, ჩემს წინააღმდეგ კომენტარების გაკეთება რამეში მიეხმარება, გააკეთოს ასეთი კომენტარები,“-ამბობს ბესელია.

უმრავლესობიდან დემარშით წასული ეკა ბესელიას თქმით, გულორდავას მიერ გამოთქმული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავს განცხადებებს იგი “ქართული ოცნების” დავალებით აკეთებს. ეკა ბესელია გულორდავას სხვა თემებზე საუბრის მაგივრად ურჩევს, რომ ყურადღება მისი ოჯახის წევრზე გაამახვილოს, რომელიც კორუფციის ბრალდებით არის დაპატიმრებული.

banner
წინა სტატიაშიდავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს პარლამენტში 26 ივლისს მოუსმენენ
შემდეგი სტატიასიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს !!! – ხაზარაძემ და ჯაფარიძემ თი-ბი-სი დატოვეს