21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

“სრული აბსურდია”- მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილის მიერ ნახსენებ წერილთან კავშირს უარყოფს

რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი მამუკა მდინარაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მას ღარიბაშვილისთვის წერილი არასდროს გაუგზავნია.

მდინარაძის შეფასებით, გავრცელებული ინფორმაცია სრული აბსურდია, რადგან მას არც პირდაპირ და არც შუამავლის მეშვეობით არავისთვის არანაირი წერილი არ გადაუცია.

„არავითარ კავშირში არ არის. წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია, მესიჯს თუ არ ჩავთვლით. საერთოდ, ცხოვრებაში არავისთვის არანაირი წერილი არ გამიგზავნია, არასდროს.

მივყვეთ ლოგიკას — ის წერილი დაწერილია მისი მხარდამჭერის პოზიციიდან. რანაირად შეიძლებოდა მამუკა მდინარაძის ყოფილიყო? წერილში ეწერა ‘ჩვენ ორი გზა გვაქვს’ ან ‘უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე’ — მამუკა მდინარაძე წერდა ვიბრძოლოთ ბოლომდეო? სერიოზულად უყურებთ ამ საკითხს? პირდაპირ გეუბნებით, მსგავსი საკითხებით არასდროს ვყოფილვარ დაკავებული“, — განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, თუ რატომ უკავშირებს ყოფილი პრემიერი მას აღნიშნულ წერილს, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა მისი წარსული საქმიანობით ან თანამდებობიდან წასვლით იყოს განპირობებული:

„ზედაპირული ვარაუდი შეიძლება გამოვთქვათ: მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც კორუფციასთან ბრძოლაში ერთი წამით არ დახეულა უკან, როცა სუს-ის უფროსი ვიყავი. თუკი ვინმე განაწყენებულია იმაზე, რომ სუს-ი ვიღაცას კორუფციულ დანაშაულზე აკავებდა, შეიძლება ამასაც მივაწეროთ. ან შეიძლება ვიღაცას მამუკა ‘დაბალ ღობედ’ მოეჩვენა მას შემდეგ, რაც თანამდებობაზე აღარ არის. აწი შეიძლება უარესიც თქვან, მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირული ვარაუდებია“, — დასძინა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე: პოლიტიკიდან წასვლის უფლება ბიძინა ივანიშვილისგან და ირაკლი კობახიძისგან ავიღე
შემდეგი სტატიაირაკლი მელაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლაზე: ეჭვი მაქვს, ამ ამბავს გაგრძელება ექნება