სრულად ვუჭერ მხარს გაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანების იდეას ერთიან რუსეთში, სამხრეთ ოსეთის რუსეთთან გაერთიანება ოსი ხალხის უძველესი ოცნებაა – გაგლოევი

სრულად ვუჭერ მხარს გაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანების იდეას ერთიან რუსეთში, სამხრეთ ოსეთის რუსეთთან გაერთიანება ოსი ხალხის უძველესი ოცნებაა, – ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. არჩეულმა პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა განაცხადა.

გაგლოევმა თქვა, რომ მისი ქმედებები სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმზე მიმართული იქნება საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დაცვაზე, კონსულტაციების გამართვაზე და მოსკოვთან შეთანხმებების შესრულებაზე.

მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები ალან გაგლოევის ინაუგურაციას 24 მაისს გეგმავენ, ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება კი 17 ივლისს იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა
შემდეგი სტატიარუსეთის პატრიარქი კირილე გუნდიაევი ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავას ,,სამხრეთ ოსეთის” დეფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევს