“სრულად არ ვიყავი დარწმუნებული, თუმცა იმედი მქონდა” – დეკანოზის ადვოკატი შეწყალების შუამდგომლობაზე

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბოლომდე არ იყო დარწმუნებული, რომ სინოდი მისი დაცვის ქვეშ მყოფი დეკანოზის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან შუამდგომლობას დააყენებდა.

ადვოკატის ინფორმაციითვე, აღნიშული საკითხი უკვე შესაძლოა, დეკანოზისთვის ცნობილი იყოს.

“სიმართლე გითხრათ, სრულად არ ვიყავი დარწმუნებული, რომ სინოდი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მაგრამ იმედი მაინც მქონდა იმის გათვალისწინებით, რომ მამა გიორგი, ვინც ინახულა, ყველა სასულიერო პირმა, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ის იყო უდანაშაულო. შესაბამისად, უკვე ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

დეკანოზის გათავისუფლებას არსებითი მნიშვნელობა აქვს. დეკანოზმა წესით უკვე უნდა იცოდეს ამ გადაწყვეტილების შესახებ,” – აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუგულავა: ივანიშვილმა პირველმა გაბედა, რომ ეკლესიის საქმეებში დაეწყო ხელების ფათური
შემდეგი სტატია“ვერავითარი ლეგიტიმაცია ვერ ექნება ჰომოსექსუალების მფარველი პატრიარქისგან ასეთ გადაწყვეტილებას” – თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი