სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ანაკლიის კონსორციუმს – ბახტაძე

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ანაკლიის კონსორციუმს, რომ მან შეძლოს თავისი საინვესტიციო ვალდებულების შესრულება- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული კითხვის პასუხად.

„საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა. ჩვენი ეკონომიკური სტრაგტეგიის განუყოფელი ნაწილია, რომ საქართველო უნდა გადავაქციოთ რეგიონალურ ჰაბად, მათ შორის ტრანსპორტის და ლოგისტიკის მიმართულებით, რომელიც ყველა განზომილებას მოიცავს და რა თქმა უნდა, საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენ ძალიან აქტიური მონაწილეობა მივიღეთ იმაში, რომ როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ისე ამერიკელი პარტნიორები ძალიან დიდ დატვირთვას აძლევენ საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის არსებობას”, – განაცხადა ბახტაძემ.

პრეიმიერ-მინისტრმა საქართველოს შავი ზღვის სტრატეგიულ როლზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა,რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების მდგრადობსითვის კონკრეტული ნაბიჯებია დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი სტოლტენბერგს – თქვენი ვიზიტი ჩვენი მოსახლეობისთვის ნიშანია, რომ ის გზა, რომელზეც ვდგავართ, უალტერნატივო და უცვლელია
შემდეგი სტატია“ოცნებამ“ მთაწმინდის მაჟორიტარ კანდიდატად ლადო კახაძე წარადგინა