სროლის შესახებ ინფორმაციის გამო, ლოს-ანჯელესის აეროპორტში მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა

ლოს-ანჯელესის პოლიციაში აეროპორტის ტერიტორიაზე მომხდარი სროლის შესახებ შევიდა ინფორმაცია. როგორც Twitter-ში პოლიციის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ლოს-ანჯელესის პოლიცია ახლა ინფორმაციას ამოწმებს და აეროპორტის ტერიტორიაზე შესაბამის სამუშაობეს ატარებს.
„მიღებულია ყველა ზომა მგზავრების უსაფრთხოებისთვის. შეინარჩუნეთ სიმშვიდე“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
სამართალდამცველების ცნობით, სროლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება, თუმცა აეროპორტში შესვლა დროებით შეზღუდულია. ტერმინალიდან მზაგვრების ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო სავარაუდო ეჭვმიტანილი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელში კრიმინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის შენობასთან აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი : სახელმწიფო ეფექტიანად მუშაობს, როცა ამომრჩეველი პასუხისმგებლობას აკისრებს პოლიტიკოსს და აკონტროლებს მას