სროლა ვაკეში

ცოტა ხნის წინ სროლა იყო ვაკეში. ზოგიერთი ინფორმაციით, გასროლა ე.წ. ქუჩურ გარჩევას მოჰყვა. თვითმხილველის თქმით, ადგილზე 5 ავტომობილი იყო მისული, რომლებმაც გაისროლეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.არიან დაჭრილებიც. რომლებიც ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან სამართალდამცველები მუშაობენ. ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 237-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, დაახლოებით ერთი თვის წინ ასევე ბაგებში კიდევ ერთი შეიარაღებული დაპირისპირება იყო. გავრცელებული ინფორმაციით მაშინ ტყუპების მეტსახელით ცნობილი ძმები ფეიქრიშვილებიდან ერთ-ერთი – გოგა ფეიქრიშვილი დაიჭრა. არის თუ არა ეს შემთხვევაც ამ დაპირისპირების გაგრძელება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მაშინაც სროლა დაახლობით ამ ტერიტორიაზე იყო.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ორ ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა-დაკავებულია რუსლან პერტაია იგივე “პეშუ”
შემდეგი სტატიაექსკლუზივი-ეკლესიას, სადაც 300 არაგველმა ფიცი დადო, ჩინური კომპანია საფრთხეს უქმნის