თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელიც ვაშინგტონში სასტუმრო „ჰილტონში“ იმართებოდა და რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ესწრებოდნენ, სროლა მოხდა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი და თავდაცვის მდივანი. სროლის შემდეგ აშშ-ის კაბინეტის წევრების ევაკუაცია განხორციელდა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
ეჭვმიტანილი დაკავებულია. ოფიციალური პირების თქმით, მამაკაცი, როგორც ჩანს, მარტო მოქმედებდა. პოლიციის თქმით, ის შეიარაღებული იყო თოფით, პისტოლეტით და რამდენიმე დანით.















