- გვსურს გამოვთქვათ პროტესტი ოჯახის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების გამო – გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი
- (foto) იაპონიაში საკურა აყვავილდა
- დღეს ნინოობაა
- “მირტყამდნენ თავში, გვერდებში”- მორიგი ბრალდება პოლიციის მისამართით
- ამირან გამყრელიძე – აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, არ იკბინება და არ გადააქვს ინფექცია
- 13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა+ვიდეო
სროლა ტეხასის სკოლაში – დაღუპულია 10 ადამიანი
მნიშვნელოვანი
- სროლა ტეხასის სკოლაში - დაღუპულია 10 ადამიანი
სხვა სტატიები
მინიმუმ 8 ადამიანი დაიღუპა ტეხასში, ქალაქ სანტა-ფეს საშუალო სკოლაში – “სიენენი” ავრცელებს. პოლიცია ჯერჯერობით, არ ადასტურებს ამ მონაცემებს. სკოლა დაიკეტა, სამართალდამცველებმა მოსწავლეები შენობიდან გაიყვანეს. დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი და მისი სავარაუდო თანამოაზრე. დაჭრილთა რაოდენობა, ჯერჯერობით, არ ვრცელდება – “ბიბისი” წერს. ასევე, უცნობია, დანაშაულის დეტალები.
აშშ-ში უკანასკნელი 7 დღის მანძილზე სკოლაში სროლის მეორე შემთხვევა მოხდა. 11 მაისს 14 წლის ყოფილმა მოსწავლემ სკოლაში ცეცხლი გახსნა და ერთი მოსწავლე დაიჭრა. შემთხვევა კალიფორნიაში, პალმდეილის სკოლაში მოხდა. მიმდინარე წელს კი, დღევანდელი შემთხვევა 24-ეა. საშუალო სტატისტიკით, აშშ-ს სკოლებში ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა კვირაში ერთხელ ხდება. შედარებისთვის – მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში აშშ-ს სკოლებში სულ მსგავსი შემთხვევები 226-ჯერ დაფიქსირდა.