11.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 17, 2026
banner

სროლა სასაფლაოზე- ცეცხლი ძმები კაკულიების ნათესავს გაუხსნეს

ორმხრივი სროლა იყო გვიან ღამით, ვერის სასაფლაოზე.

ტვ პირველის გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ნიკო კვარაცხელიას  მკვლელობის ორგანიზატორებად დასახელებული ძმების დავით და გურამ (გუგა)  კაკულიების დეიდაშვილს გაუხსნეს.

როგორც ცნობილია, გიორგი რუხაძე სასაფლაოს ტერიტორიაზე დაცვასთან ერთად გადაადგილდებოდა, როდესაც ჩასაფრებულმა პირმა მისი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა.

საპასუხო გასროლა  განახორციელა რუხაძის დაცვამაც.

ძმებ კაკულიების ახლო ნათესავი  შეირაღებული თავდასხმის სამიზნე პირველად არ ყოფილა.  მას ორი წლის წინ ცეცხლი  ტაბიძის ქუჩაზე გაუხსნეს.  მაშინ სამი დაჭრილიდან ერთი სწორედ კაკულიების დეიდაშვილი იყო.

ცნობისთვის, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება რამდენიმე დღის წინ წარუდგინეს.

banner
წინა სტატიაშიტელეკომპანია “იმედს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ტოვებენ
შემდეგი სტატია“ე.წ. რეფორმა არის დაუსაბუთებელი და გაუაზრებელი” – ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორები