სროლა ნუცუბიძის ფერდობზე-დაჭრილია ალექსანდრე ჯორჯაძე

სროლა ნუცუბიძის ფერდობზე – 26 წლის ალექსანდრე ჯორჯაძეს 4 ტყვია აქვს ნასროლი. ახალგაზრდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინსტროში განუცხადეს  გამოძიება 117-ე და  236-ე მუხლით დაიწყო, რაც  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და  ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრი მოქალაქეობის საქმეთა კომისიის საკითხს ეხმაურება
შემდეგი სტატიაშსს სპეციალური სამუშაო ჯგუფი სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიებაში ჩაერთო