სროლა კახეთში – ლაგოდეხში “ნაციონალურ მოძრაობის” ოფისთან ცეცხლი გახსნეს

სროლა ლაგოდეხში –  შემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან რამდენიმე წუთის წინ მოხდა.  ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც “ქართული ოცნების” მხარდამჭერები სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას ზეიმობდნენ.

მათი თქმით, მხარდამჭერებმა ავტომობილებით გაიარეს, ენმ-ს ოფისთან მისვლისას კი რამდენჯერმე გაისროლეს.

ოპოზიციური პარტიის წევრები ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენლებმა ცეცხლი მათი მიმართულებით მიზანმიმართულად გახსნეს.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა გამოძახებული. სროლისას არავინ დაშავებულა.

 

წყარო : “რუსთავი2” 

banner
წინა სტატიაშითეიმურაზ გორჯესტანი – დღეს უფრო მეტად საქართველოზე ვფიქრობ, რადგან ეს არის საქართველოს გამარჯვება
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე 43%, სალომე ზურაბიშვილი 57% – ცესკო