სროლა იუტას შტატში: ორი ადამიანი დაიღუპა, ორი – დაიჭრა

15 ივნისს სალტ ლეიკ სიტის გარეუბანში ყოველწლიური კარნავალის, Westfest-ის დროს 16 წლის პირმა ცეცხლი გახსნა დაპირისპირებული ჯგუფის მიმართულებით.

მოკლულებს შორის დაპირისპირებული ჯგუფის წევრი 18 წლის კაცი და 41 წლის ქალია, რომელიც ადგილზე შემთხვევით აღმოჩნდა.

პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ადგილზე სამართალდამცავები გამოჩნდნენ, ერთ-ერთ ჯგუფში მყოფმა 16 წლის პირმა ცეცხლსასროლი იარაღით მოწინააღმდეგე ჯგუფის მიმართულებით გაისროლა. პოლიციის თქმით, იგი დაკავებულია.

სროლის შედეგად ორი მოზარდი ხელიში დაიჭრა, თუმცა პოლიციის განცხადებით, ჯერ არ არის დაზუსტებული, იყვნენ თუ არა ისინი დაპირისპირებულ ჯგუფებთან კავშირში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკმა საცალო მიმართულებით AI-ის ფინანსებში ინტეგრაციისთვის Global Finance-ის 14 ჯილდო მიიღო
შემდეგი სტატიაშემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი ბერაია გახდა