სროლა გლდანში – თავს “საქართველოს ბანკის” ფილიალს დაესხნენ

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 8, 2019 11:35

სროლა გლდანში – თავს “საქართველოს ბანკის” ფილიალს დაესხნენ

სროლა გლდანში – არსებული ინფორმაციით, თავს საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალს დაესხნენ.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

თვითმხილველების განცხადებით, სამი ნიღბიანი პირი ბანკიდან გამოვიდა და დაცვის პოლიციის მისამართით ცეცხლი გახსნა.

მათივე თქმით, საპასუხო ცეცხლი თავდამსხმელებს დაცვის პოლიციის თანამშრომლებმაც გაუხსნეს.

სროლის შედეგად დაზიანებულია დაცვის პოლიციის ავტომობილი. ნატყვიარები ეტყობა რამდენიმე მაღაზიასაც. დამნაშავეებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს. არსებული ინფორმაციით, ჯერჯერობით სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ კრიმინალისტები და კინოლოგები. არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულის შესახებ, თუმცა მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 8, 2019 11:35

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


13,154
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics