სროლა დმანისში – დაჭრილია საკრებულოს თავმჯდომარე, კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილი

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მიჯაში ​დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილი მერაბ ოქრიაშვილი დაჭრეს. ამის შესახებ კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი გუჯა ოქრიაშვილი აცხადებს.

მისივე ინფორმაციით, დაჭრილი თბილისში მდებარე „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაჰყავთ. ამასთან, როგორც გუჯა ოქრიაშვილმა განაცხადა, არ აქვს ინფორმაცია, ვინ დაჭრა მერაბ ოქრიაშვილი.

სოფელ მიჯაში დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიდათვლილია უბნების 91.81%: “ოცნება” – 48.13%, “ენმ” – 26.84%, “ევროპული საქართველო” – 3.79%
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი ქართველ ახალგაზრდობას მიმართავს