სროლა იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში. დალასის ერთ-ერთ უბანში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. ინფორმაციას გამოცემა „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
პოლიციის უფროსის თქმით, ჯერ უცნობია, უკავშირდება თუ არა ფაქტი სხვა უბანში მომხდარ ინციდენტს. მედიის ცნობით, ადგილზე ცალკეული ინციდენტები მოხდა. ოფიციალური პირის განცხადებით, დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა მათ რაოდენობასა და მიზეზს არ აკონკრეტებს.

















