სროლა აფხაზეთის “მთავრობის” შენობაში

afxaსოხუმში, ზვანბას #9-ში მდებარე შენობაში, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტია განთავსებული, შეიარაღებული ინციდენტი მოხდა.

„მთავრობის სახლის“ შენობათა კომპლექსის მესამე კორპუსის თანამშრომლების ინფორმაციით, სროლის ხმა „აფხაზი ხალხის სამამულო ომის ინვალიდთა ფონდის“ თავმჯდომარის ბადრი აგრბას კაბინეტთან ისმოდა.

ინციდენტის დეტალები ამ დროისთვის დგინდება.

სოციალური ქსელის აფხაზურ ჯგუფებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, ფონდის ხელმძღვანელს ერთ–ერთმა ვეტერანმა, „აფხაზეთის გმირმა“ ესროლა.

წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი რიგგარეშე სხდომების დანიშვნაზე პარლამენტის თხოვნას უარით პასუხობს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრი უახლოეს დღეებში პარლამენტში მივა