თეა წუკუკიანის სესახებ გამოქვეყნებული Facebook პოსტის გამო, ლევან ხაბეიშვილი 4 000 ლარით დააჯარიმეს. ლევან ხაბეიშვილს ნინო წილოსანისა და თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავებოდნენ, ამასთან, მოსამართლემ პოლიტიკოსს იარაღის ტარების უფლებაც ჩამოართვა.
პროცესს არ დასწრებია არც ლევან ხაბეიშვილი.
პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ხაბეიშვილის წინააღმდეგ სარჩელი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა – თეა წულუკიანმა და ნინო წილოსანმა შეიტანეს.
“წულუკიანს ენას ამოვგლეჯ!” – ამ ფრაზის გამო, თეა წულუკიანისა და ნინო წილოსანის საჩივრის საფუძველზე, ლევან ხაბეიშვილი 4000 ლარით დააჯარიმეს”, – აცხადებენ პარტიაში.