25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

სქესობრივი კავშირის იძულებისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სქესობრივი კავშირის იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

 შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი კადრების გავრცელების მუქარით, დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა, ხოლო უარის მიღების შემდეგ სოციალური ქსელის გამოყენებით დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები გაავრცელა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით და 157-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა”,_ აცხადებს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაში260 გრამზე მეტი “ალფა-პვპ”- სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულს 16-წლიანი პატიმრობა განუსაზღვრა
შემდეგი სტატია“თქვენ მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ… არასოდეს წავსულვარ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ” — ღარიბაშვილი