11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

„სქაინიუსი“: ლიბანში ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის იერიშებს, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა

ლიბანში ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის იერიშებს, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა.

„სქაინიუსის“ ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სამი კვირით გახანგრძლივდა, ისრაელი და დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ერთმანეთის წინააღმდეგ თავდასხმებს განაგრძობენ.

ამასთან, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის შეტაკებები განახლდა, ლიბანში დაღუპულთა რაოდენობამ 2 600-ს გადააჭარბა. სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა დაახლოებით მეხუთედი ქალები, ბავშვები და ექიმები არიან.

ცნობისთვის, ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ ლიბანის სამრეთ ნაწილის კონტროლი სურს ისრაელსა და ლიბანს შორის საზღვარზე ბუფერული ზონის შექმნის მიზნით, რათა დაიცვან ისრაელის მოქალაქეები.

banner
წინა სტატიაშიისრაელის თავდაცვის ძალები: გავანადგურეთ ჰეზბოლას ტერორისტები, რომლებიც თავდაცვის წინა ხაზთან იმყოფებოდნენ
შემდეგი სტატიააშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი ვარაუდობს, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასების მკვეთრი კლება წლის ბოლომდე მოხდება