9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

„სქაინიუსი“: ირანის წინააღმდეგ ტრამპის მორიგი მუქარის შემდეგ, აშშ-ში ნედლი ნავთობის ფასმა 116 დოლარს მიაღწია

„სქაინიუსის“ ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის მუქარისა და კუნძულ ხარგზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, მსოფლიოში ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა.

„სქაინიუსის“ ინფორმაციით, აშშ-ში ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა და 116 დოლარს მიაღწია. რაც შეეხება ბრენტის მარკის ნავთობს, მისი ფასი 110 დოლარს აღემატება.

ცნობისთვის, ირანი ნედლი ნავთობის 90%-ს ექსპორტზე სწორედ კუნძულ ხარგიდან ახორციელებს.

როგორც „სქაინიუსი“ წერს, ნავთობის ფასი ხუთშაბათიდან მოყოლებული 100 დოლარს არ ჩამოსცილებია. გასულ წელს ბარელზე ნავთობის საშუალო ფასი 69 დოლარი იყო.

banner
წინა სტატიაშილილუაშვილის საქმის პროკურორი: მჯერა, რომ სასამართლო მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას გამამტყუნებელი განაჩენის სახით
შემდეგი სტატია„ლელო-ძლიერი საქართველო“ მიმართავს ყველა ჩართულ მხარეს, ანაკლიის პორტს დაერქვას პრეზიდენტ ტრამპის სახელი