„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, ბორის ჯონსონი დღეს სავარაუდოდ თანამდებობას დატოვებს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, დღეს სავარაუდოდ თანამდებობიდან გადადგება.

ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ბრიტანეთის მთავრობის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე, ბორის ჯონსონის ყოფილმა მრჩეველმა, დომინიკ ქამინგსმა განაცხადა, რომ კაბინეტის მდივანი ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევის პროცესს უწევს ორგანიზებას.

ამ დროის მონაცემებით, ბორის ჯონსონის ადმინისტრაცია 57-მა წევრმა დატოვა.

ამასთან, დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმაც აღნიშნა, რომ წყვეტს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერას, თუმცა თანამდებობიდან არ გადადგება.

banner
წინა სტატიაშიარახამია – ივანიშვილმა და მისმა გუნდმა დაიპყრო ხელისუფლების ყველა შტო საქართველოში, საერთაშორისო პარტნიორები ჩაერთვებიან ამ საკითხში და სწრაფად, ეფექტიანად დაგეხმარებიან
შემდეგი სტატიაყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?! მორჩნენ ამ ქვეყნის დაბულინგებას! – ქადაგიშვილი უკრაინის ხელისუფლებაზე