16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

„სქაი ნიუსი“: ისრაელის მიერ ლიბანზე იერიშის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა

„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, ისრაელის მიერ ლიბანზე იერიშის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხრეთ ლიბანში ისრაელის დარტყმის შედეგად დაღუპულთა შორის ოთხი წლის ბავშვია. ისრაელის თავდაცვის ძალებმა სანაპირო ქალაქ სიდონთან ახლოს მდებარე ქალაქი კფარ ჰატა დაბომბეს.

როგორც ისრაელში აცხადებენ, იერიშამდე ქალაქის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალები აგრძელებენ დარტყმებს ლიბანის სხვადასხვა რაიონში, მათ შორის ბეირუთში.

ქვეყანაში თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 1 422 ადამიანი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიქუვეითის ნავთობკორპორაციის განცხადებით, ირანული დრონებით თავდასხმების სამიზნე მისი არაერთი ობიექტი გახდა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი აფგან სადიგოვის საქართველოდან აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილებას ეხმაურება