24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

„სქაი ნიუსი“: ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ, რომ „ჰეზბოლა“ სრულად უნდა განიარაღდეს

„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ, რომ „ჰეზბოლა“ სრულად უნდა განიარაღდეს და ირანს აღარ მიეცეს ლიბანის მომავლის განკარგვის უფლება<./strong>

როგორც მედია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებებზე ასევე დამტკიცდა 58.8 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც განკუთვნილია ლიბანიდან იძულებით გადაადგილებული პირების გადაუდებელი საჭიროებების დასაფინანსებლად. ფინანსური დახმარება მიმართული იქნება საკვების, წყლის, თავშესაფრისა და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებების უზრუნველყოფისკენ იმ მოსახლეობისთვის, ვინც კონფლიქტმა ყველაზე მეტად დააზარალა.

ამასთან, ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ში ისრაელის ელჩმა, იეჩიელ ლეიტერმა შეხვედრა „მშვიდობისთვის გამარჯვებად“ შეაფასა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების შედეგად აღმოჩნდა, რომ მხარეები „ერთსა და იმავე მხარეს“ დგანან, რაც, მისი თქმით, ყველაზე პოზიტიური შედეგია.

banner
წინა სტატიაშიირანის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა კონფლიქტის გამწვავებას არ ცდილობს, თუმცა თავდაცვისთვის მზად არის
შემდეგი სტატიათბილისის მერია მცირე და მიკრო ბიზნესის თანადაფინანსების პროგრამას აფართოებს