26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

„სქაი ნიუსი“: „ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიამ“ ჰორმუზის სრუტე დახურულად გამოაცხადა

„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, „ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიამ“ ჰორმუზის სრუტე დახურულად გამოაცხადა.

მედიის ინფორმაციით, ირანის სამხედროები აცხადებენ, რომ სრუტე კვლავ დახურულია, რაც აშშ-ის განცხადებას ეწინააღმდეგება.

„სქაი ნიუსის“ ცნობით, „რევოლუციის გვარდიის“ საზღვაო ძალებს არცერთი გემისთვის არ მიუციათ ჰორმუზის სრუტეში გავლის ნებართვა.

ჰორმუზის სრუტის ხელახლა დახურვის შესახებ ირანში გუშინ განაცხადეს და ამ გადაწყვეტილებას ისრაელის მიერ ლიბანში განხორციელებულ დარტყმებზე პასუხი უწოდეს. თუმცა მალევე აშშ-ის სამხედროებმა განაცხადეს, რომ კომერციული გემები სრუტეში გადაადგილებას აგრძელებდნენ.

banner
წინა სტატიაშიშვეიცარიაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები პაკისტანისა და კატარის დელეგაციების მონაწილეობით გაიმართება
შემდეგი სტატიაისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში უსაფრთხოების ზონიდან არ გავლენ- ისრაელის თავდაცვის მინისტრი