„სპუტნიკ ოსეტია“ მაია ოთინაშვილის ვიდეომასალას ავრცელებს (+ვიდეო)

სააგენტო „სპუტნიკ ოსეტია“ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის ვიდეომასალას ავრცელებს.

როგორც ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედი მედიასაშუალებები წერენ, „მაია ოთინაშვილი ჯანმრთელობას არ უჩივის“. მათივე ცნობით, დღეს მაია ოთინაშვილი ცხინვალის ციხეში ოსმა ჟურნალისტებმა მოინახულეს და „როგორც თავად დაკავებულმა განაცხადა, კარგად ეპყრობიან და ჯანმრთელობას არ უჩივის“.

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 37 წლის ქალი 29 სექტემბერს დააკავეს. ცხინვალიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით, მაია ოთინაშვილს 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

https://www.youtube.com/watch?v=WP4ZrUbH8iU&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიდავით თოლორდავა თავისუფალია
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილს მილიონ ლარზე მეტი შესწირეს, შემწირველთა შორის არიან კახა კალაძე და ალექსანდრე ივანიშვილი